01.05.2024 | 14:49
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი: "მეორე ფრონტის საფრთხე დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის"

ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა განაცხადა: "მთავარი ამოცანა ნებისმიერი ჩვენგანისთვის, იქნება ეს ხელისუფლება, თუ უბრალოდ რიგითი მოქალაქე, არის ის, რომ ბეწვის ხიდზე გაიაროს ქვეყანამ. ჩვენი ინტერესებია მთავარი, ჩვენი უსაფრთხოების დაცვაა მთავარი, ჩვენთან მშვიდობის უზრუნველყოფაა მთავარი. მთავარია, რომ არაფერი ისეთი არ მოხდეს, რაც ჩვენ, ნებით თუ უნებლიედ, შეგვითრევს ამ ომში. საქართველოზე ამ მეორე ფრონტის გახსნა დღესაც აქტუალურია, ეს არ არის მოხსნილი დღის წესრიგიდან. კარგია, რომ ასე ფრთხილად იარეს - საქართველოს ხელისუფლებაზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში, მაგრამ არ არის ეს საფრთხე მოხსნილი დღის წესრიგიდან. თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკა ისეთი არაპროგნოზირებადია, დღეს რომ ჩხუბობენ, ხვალ ერთმანეთს ეხუტებიან. აქ სუპერსახელმწიფოების ინტერესთა ჭიდილზეა ლაპარაკი. ჩვენ ამ სტუდიაში ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ აი, ამ დიდი სუპერსახელმწიფოების ინტერესთა ჭიდილში არ უნდა გავიჭყლიტოთ. აქ უნდა გადავრჩეთ ჩვენ და ძალიან ფრთხილად ვიაროთ", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დღის გადაცემები