24.04.2024 | 00:25
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი - “ჩვენ ამ გამოწვევებს გავუმკლავდებით!“

თბილისის ცენტრში, რესპუბლიკის მოედანზე "პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო ბანერი დააზიანეს. პლაკატს, სადაც ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი არიან გამოსახული ფერადი საღებავი შეასხეს. მომხდარ ფაქტს პარლამენტის ვიცე-სპიკერი აფხაზეთში ვიზიტს უკავშრებს და ამ დანაშაულში სააკაშვილ-ბოკერიას კვალს ხედავს. ირმა ინაშვილი ასევე განმარტავს, რომ თავდასხმები, რომელიც "პატრიოტთა ალიანსის“ წინააღმდეგ დაიწყო, იმ შავი პიარის ნაწილია, რომელსაც ნულოვანი რეიტინგის მქონე ნაციონალები წინასაარჩევნოდ იყენებენ. პარტიის გენერალური მდივნის თქმით, მომხდარი ინცინდენტი მათ ვერ შეაშინებს და ფაქტზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

 

"ბანერების დაზიანება ეს არის პოლიტიკური უკულტურობის გამოხატულება. მე მართიალია დაპირისპირებული ვარ სააკაშვილ-ბოკერიას ჯგუფებთან, მაგრამ თავში აზრად არ მომივა, რომ დავაზიანო ოპონენტების ბანერები. ეს ძალიან მდაბიო საქციელია და ასევე არის კონკრეტული სისხლის სამათლის დანაშაულიც. როგორც მაცნობეს, უკვე აღძრულია საქმე. პატრულმა დამოუკიდებლად იმოქმედა და დააფიქსირა დანაშაული. ჩვენმა იურისტებმაც მიმართეს საპატრულო პოლიციას და საქმე აღიძრა. ვინც გამოაქვეყნა დაზიანებული ბენერის ფოტო იმ პიროვნებასაც დაკითხავენ და სხვა მოქალაქეებსაც. ვინც მსგავს საქციელს ჩაიდენს, ყველა უნდა დაისაჯოს. ასეთივე ფაქტი მოხდა სამტრედიაშიც. ჩვენ გვესმის, რომ ეს არის პატრიოტების წინააღმდეგ მიმართული დიდი თავდასხმის ნაწილი. ამ ყველაფრის მიზეზი ჩვენი აფხაზეთში ვიზიტია, რამაც გააბოროტა სააკაშვილ-ბოკერიას და მასთან დაკავშირებული აქტივისტების თუ მოხალისეების რაზმი. ვისაც ეს ფაქტი გაუხარდა, ასეთი ადამიანები უმრავლესობაშიც მრავლად არიან, მაგრამ ჩვენ ამ გამოწვევებს გავუმკლავდებით" , - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დღის გადაცემები