22.04.2024 | 22:32
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
კათოლიკური ეკლესია ნინოობას ზეიმობს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციასა და მის მრევლს წმინდა ნინოს ხსენების დღეს ულოცავს.

"საქართველოს კათოლიკური ეკლესია დღეს საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლას ზეიმობს. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადება წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება და ამდენად, წმინდანი გამორჩეული სიყვარულით სარგებლობს ქართველთა შორის.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციასა და მის მრევლს წმინდა ნინოს ხსენების დღეს, კეთილდღეობასა და წარმატებებს უსურვებს მათ", - ნათქვამია მილოცვაში.

დღის გადაცემები