19.09.2024 | 19:44
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
კარლ ჰარცელი - ევროპარლამენტარების მხრიდან გზავნილები სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული [ვიდეო]

 ევროპარლამენტარების გზავნილებს კარლ ჰარცერი გამოეხმაურა.მისი თქმით ყურადსაღებია გამოქვეყნებული განცხადებები, რადგან  ხელმომწერები წამყვანი ევროპარლამენტარები არიან, რომლებსაც განსხვავებული როლები აქვთ საქართველო ევროკავშირის ურთიერთობაში.

 

„მე არ შემიძლია ვისაუბრო ევროპარლამენტის ან მისი კონკრეტული წევრების სახელით. უბრალოდ ვიტყვი, რომ, რა თქმა უნდა, მოდის კონკრეტული ძალიან ცხადი გზავნილები და აღსანიშნავია, რომ ამ განცხადების ხელმომწერები არიან წამყვანი ევროპარლამენტარები, რომლებსაც აქვთ განსხვავებული როლი, როდესაც საქმე ეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას. ასე რომ, ევროპარლამენტარების მხრიდან გზავნილები სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული,“- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

დღის გადაცემები