13.12.2024 | 08:53
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
კარლ ჰარცელი - ოთხ თვეში ხელიდან გაშვებული ხუთი შანსი [ვიდეო]

როდესაც სასამართლოში გავლენებს აძლიერებს კლანი,  დიპლომატიურ შეტევას აძლიერებს დასავლეთი. ამერიკა და ევროკავშირი სათქმელს ამჯერადაც პირდაპირ ამბობს, თუმცა იმაზე მკცარად, ვიდრე აქამდე. ვაშინგტონისთვის სამწუხაროა, რომ სასამართლო სისტემამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრების ნაჩქარევად და არაკონკურენტულ გარემოში არჩევით ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, წარმოეჩინა გამჭვირვალობა სასამართლოს მაკონტროლებელ ორგანოში.

 

კიდევ ერთი გამოუყენებელი შესაძლებლობა, ჯამში კი ოთხ თვეში ხელიდან გაშვებული ხუთი შანსი. ევროკავშირი ტონს ამკაცრებს. დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი, კარლ ჰარცელი რეფორმების განუხორციელებლობის შემთხვევაში ფინანსური მხარდაჭერის შეფერხებაზე პირდაპირ მიანიშნებს.

 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი წევრების ნაჩქარევად, საზოგადოების ინფორმირების გარეშე არჩევას სისტემის მორიგ ჩავარდნად აფასებს ოპოზიცია. მმართველი გუნდის ოპონენტები საერთაშორისო პარტნიორების სათქმელს იზიარებენ. საჭირო, მკაფიო ნაბიჯებისა და რეფორმირების მზაობას ვერ ხედავენ მმართველი პარტიის მხრიდან.

 

მმართველი გუნდი საგანგაშოს ან კვლავ ვერაფერს ხედავს, ან ცდილობს სასოწარკვეთა არ შეიმჩნიოს. შენიშვნებს ყურადსაღებად მიიჩნევს, თუმცა სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილებაში პოლიტიკური ხელისუფლების ჩარევას არასწორ ნაბიჯად მიიჩნევს. მმართველ გუნდს კრიტიკული განცხადებების შემდეგ, დამაიმედებელი არაფერი უთქვამს.

დღის გადაცემები