19.09.2024 | 19:51
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
კახა კალაძე - დღეს ურბანული პოლიტიკის მიმართულებით თბილისი არის ბევრად უფრო მოწესრიგებული [ვიდეო]

თბილისის მერი ქალაქის ურბანული განვითარების პოლიტიკაზე საუბრობს. კახი კალაძემ 4 წლის მანძილზე შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ ანგარიში წარმოადგინა.

კალაძემ ისაუბრა, თუ რა რეფორმები განხორციელდა დედაქალაქში მისი მერობის დროს, მათ შორის ურბანული მიმართულებით.

„დღეს ურბანული პოლიტიკის მიმართულებით თბილისი არის ბევრად უფრო მოწესრიგებული, კომფორტული და გამწვანებული ქალაქი. რაც მთავარია, ქალაქს აღებული აქვს სწორად განვითარების გეზი, აღარასდროს დავუბრუნდებით წარსულ პრაქტიკას, როდესაც გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდა ქაოტურად, თბილისისა და თბილისელების წინააღმდეგ, რაც ყველასთვის დამაზიანებელი იყო. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ჯერ კიდევ არსებობს ძალიან ბევრი გამოწვევა, რაც 20-30 წლის განმავლობაში დაგროვდა, თუმცა, მთავარია მონდომება, თქვენი მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვგრძნობთ და ამ ერთიანობით ყველა გამოწვევას აუცილებლად გავუმკლავდებით. ჩვენ ანგარიშვალდებულები ვართ თითოეული თბილისელის წინაშე, რას ვგეგმავდით და როგორ შევასრულეთ ჩვენი დაპირებები. ბევრი პრობლემის, გამოწვევის და კოვიდპანდემიის მიუხედავად ჩვენ მუხლჩაუხრელად ვიმუშავეთ“, - აცხადებს კალაძე.

 

დღის გადაცემები