22.09.2024 | 18:34
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
კახა კალაძე: "ყველა სირთულე გადალახვადია, ყველა დანგრეული გზა აღდგენადია, მაგრამ ტრაგედია, რომელიც 2022 წელს თავს დაატყდა თბილისს, არის უდიდესი ტკივილი"

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საკრებულოში 2022 წლის ანგარიშის წარდგენა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილი 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გახსენებითა და მისი ხსოვნისთვის წუთიერი დუმილით პატივის მიგებით დაიწყო.

"ყველა სიძნელე, ყველა სირთულე გადალახვადია, ყველა დანგრეული გზა აღდგენადია, მაგრამ ტრაგედია, რომელიც 2022 წელს თავს დაატყდა თბილისს, არა მხოლოდ ჩემთვის, დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანისთვის, არის უდიდესი ტკივილი",- განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, მარიტას წინაშე აქვთ ვალდებულება, რომ მსგავსი ტრაგედია არასდროს განმეორდეს.

"დღევანდელი ანგარიში მინდა დავიწყო მარიტას ხსოვნით, რომლის წინაშე გვაქვს ვალდებულება, რომ მსგავსი ტრაგედია არასდროს არ განმეორდეს. გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მარიტას ხსოვნას!" - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 13 ნოემბერს, ვაკის პარკის ახლად რეაბილიტირებულ შადრევანში სამ ბავშვს დენმა დაარტყა. მათგან ერთ-ერთი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.

დღის გადაცემები