19.09.2024 | 19:56
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
კვლევები - პოლიტიკური იარაღი [ვიდეო]

ირაკლი კობახიძის გუნდი, წინასაარჩევნოდ, საზოგადოებრივი აზრზე გავლენის მიზნით,  მიხეილ სააკაშვილის მეთოდებს აქტიურად იყენებს. "ქართულმა ოცნებამ" კვლევა დაუკვეთა. სცენარი უცვლელია, მმართველი გუნდი 43%-ზე მეტი მხარდაჭერით სარგებლობს. ანუ "ქართულ ოცნებას" სურს, დაამკვიდროს აზრი, რომ რიგგარეშე არჩევნები საქართველოში არც იმ შემთხვევაში ჩატარდებოდა, თუ მიშელის დოკუმენტით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებდნენ. "ქართულმა ოცნებამ" მეორე ადგილზე ისევ "ნაციონალური მოძრაობა" გაიყვანა და ამით ამომრჩეველს ისევ ცნობილი პოლიტიკური სცენარი შესთავაზა. ამავე სცენარში მყარი მესამე ადგილი უჭირავს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ახლადდაფუძნებულ პარტიას. "ქართული ოცნებისა" და გიორგი გახარიას საჯარო უთანხმოების ფონზე, გამოქვეყნებული მონაცემები კითხვის ნიშნებს ბადებს. კობახიძის გუნდში მათ ინტერესებზე მორგებულ კვლევას ენდობიან, თუმცა უიმედო სიამაყით.

" ქართული ოცნება" რომ არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება და პროცენტებსაც წინასწარ აჟღერებს ამ თემაზე დიდი ხანია საუბრობენ  "პატრიოტთა ალიანსში". პარტიის აღმასრულებელი მდივანი თვლის რომ "ქართული ოცნება" მოქალაქეების განწყობებით თამაშს ყველანაირი მეთოდებით ცდილობს. გოჩა თევდორაძე აღნიშნავს, რომ კობახიძის პარტია და სააკაშვილი საერთო სცენარით მოქმედებენ, რაშიც კვლევით ორგანიზაციებს იყენებენ.

 

კვლევითი ორგანიზაციების შედეგებს არც ანალიტიკურ წრეებში ენდობიან. ადამიანები რომლებიც პოლიტიკას პროფესიული თვალით უყურებენ აღნიშნავენ რომ გორბის მიერ გამოქვეყნებული შედეგები გადაჭარბებული და რეალობასთან შეუსაბამოა. გია ხუხაშვილის აზრით, ხელისუფლება საზოგადოების აზრის ფორმირებას ნაცადი ხერხებით ცდილობს. 

დღის გადაცემები