13.12.2024 | 08:41
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
კლანური მმართველობა სასამართლოში - სკანდალური დასკვნა [ვიდეო]

დაწინაურების სქემა სასამართლო სისტემაში. მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის კადრების სამჭედლო ისე მოქმედებს, რომ სასამართლო რეფორმას ეჭვქვეშ აყენებს. ამის თქმის საფუძველს ანგარიში  იძლევა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „გამჭირვალობა საქართველომ“ გამოაქვეყნა. კვლევაში საუბარია იმაზეც, რომ კლანური პრონციპით არც მეტი არც ნაკლები იუსტიციის უმაღლესი საბჭოც კომპლექტდება.

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ერთი კონკრეტული ორგანიზაციის ანგარიში არაფერს ნიშნავს, ხოლო ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ვითარება მხოლოდ მაშინ გამოსწორდება, თუკი ხელისუფლება შეიცვლება.

სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე ყურადღებას ამახვილებენ იურისტებიც.

დღის გადაცემები