13.12.2024 | 09:00
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
კობა დავითაშივლის საქმე -  ქართული ოცნების“ პარადოქსული სამართლის ნათელი მაგალითი [ვიდეო]

კობა დავითაშივლის საქმე -  ქართული ოცნების“ პარადოქსული სამართლის ნათელი მაგალითი. პარლამენტის ყოფილი წევრის სასიკვდილოდ ცემის ორგანიზებაში მსჯავრდებული ყოფილი გენერალური პროკურორი ისევ თავაისუფალია. უფრო მეტიც, ზურაბ ადეიშვილი ინტერპოლის წითელი ცირკულარიდანაც მოიხსნა. საქართველოში არაერთი გახმაურებული საქმის ფიგურანტი, ყოფილი გენპრკურორი საერთაშორისო დამნაშავეთა შორის აღარ იძებნება.

 

კობა დავითაშვილი 2007 წლის საპროტესტო აქციებისას გაიტაცეს. ოჯახმა პოლიტიოსი რამდენიმე დღის შემდგე სასტად ნაცემი გორის ჰოსპიტალში იპოვა. დავითაშვილი ჯალათების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის დასჯას, 13 წელი ითხოვდა. ოცნების საგამოძიებო უწყებას ყველა მტკიცებულება თავადვე მიაწოდა, თუმცა სასამართლოს ჩასანიშნად 8 წელი ვერ მოიცალეს. დღემდე აღუსრულებული განაჩენი, მხოლოდ დავითაშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოცხადა.

 

საქართველოს პროკურატურამ ვერ შეძლო დაერწმუნებინა უნგრეთის ხელისუფლება, რომ ადეიშვილმა კოკრეტული სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა,  რათა და დამნაშავე ქართული მხარისთის გადმოეცათ.

 

როგორც ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი აცხადებს, ადეიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობაზე აურის თქმა, ისევე როგორც წითელი ცირკულარით ძებნის შეწყვეტა, სამართლის დადგომას კიდვ ეუფრო გაართულებს. იურისტი განმარტავს, რომ ადეიშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩნის საფუძველზე, პროკურატურას ინტერპოლისთვის ძებნის ხელახალი გამოცხადების მოხოვნით უნდა მიემართა და ამ შემთხვევაში, უფრო მყარი საფძველი ექნებოდა.

დღის გადაცემები