21.09.2024 | 13:02
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
კოჯორი-დიდგორის დამაკავშირებელ გზაზე, ასევე, კიკეთი-კოჯრის მიმართულებაზე, ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ შეზღუდულია

კოჯორი-დიდგორის დამაკავშირებელ გზაზე, იუნკერთა ქუჩაზე, ასევე, კიკეთიდან კოჯრის მიმართულებით და პირიქით, ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ შეზღუდულია.

უწყების ინფორმაციით, შეზღუდვის მიზეზი გზის მეწყრული მონაკვეთის რეაბილიტაციაა.

მათივე ცნობით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის კიკეთისა და მანგლისის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელია წყნეთის გავლით.

აღნიშნული ცვლილება ასევე, შეეხება N316 ავტობუსს, რომელსაც მარშრუტი დროებით შეეცვლება.

"კერძოდ, ავტობუსი კიკეთიდან კოჯრის ბატალიონის მიმართულებით იმოძრავებს, შემდეგ დაბა წყნეთის გავლით, ჭავჭავაძისა და რუსთაველის გამზირებს დაუკავშირდება და მოძრაობას ბარათაშვილის ქუჩაზე დაასრულებს. უკუმიმართულებითაც გადაადგილდება შესაძლებელი იქნება აღნიშნული სქემით", - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც თბილისის მერია ავრცელებს.

დღის გადაცემები