21.09.2024 | 02:35
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
კრემლი: "ჩრდილოეთის ნაკადით" გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები მანამ შენარჩუნდება, სანამ არ მოიხსნება სანქციები, რომელიც ხელს უშლის გაზსადენის აგრეგატების ექსპლუატაციას

კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ "ჩრდილოეთის ნაკადით" გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები მანამ შენარჩუნდება, სანამ არ მოიხსნება სანქციები, რომელიც ხელს უშლის გაზსადენის აგრეგატების ექსპლუატაციას.

"პრობლემები წარმოიშვა იმ სანქციების გამო, რომელიც დაწესდა ჩვენი ქვეყნისა და რიგი კომპანიების წინააღმდეგ დასავლური სახელმწიფოების, მათ შორის გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მიერ. არ არსებობს სხვა მიზეზი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები", - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.

დმიტრი პესკოვის თქმით, გაზსადენზე მხოლოდ ერთი აგრეგატი მუშაობს და ისიც შეფერხებით.

"სანქციების გამო, გაზსადენის ექსპლუატაცია ერთ აგრეგატს ეყრდნობა, რომელსაც სერიოზული მომსახურება სჭირდება", - განაცხადა დმიტრი პესკოვმა.

დღის გადაცემები