13.12.2024 | 08:32
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
კრისტიან დანიელსონი - ჩვენს მიერ მომზადებული დოკუმენტი არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ მიიღო [ვიდეო]

ხუთ თვიანი პოლიტიკური კრიზისი, ისევ ჩიხშია. ევროკავშირის წარმომადგენელთა შუამდგომლობით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრები, კონსესუსის გარეშე დასრულდა. ჩაშლილ მოლაპარაკებაზე პასუხისმგებლობა "ქართული ოცნების" წევრებმა, ოპოზიციის წარმომადგენლებს დააკისრეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით კი, მოლაპარაკების მაგიდასთან, მთავარი საკითხები არც განხილულა.

"ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის ინტერესებს პირველ რიგში აყენებს ყველა სხვა საკითხზე მაღლა. სამწუხაროა, რომ უნდა ვთქვა, არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო. იყო რაღაც ელემენტები, რომელზეც იყო მიღწეული თანხმობა, ეს შეეხება საარჩევნო რეფორმას, მართლმსაჯულების რეფორმას და ძალაუფლების გადანაწილებას. ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა. საბოლოო ჯამში, საქართველოს დასავლელი პარტნიორები არ არიან აქ იმისთვის, რომ პარტიებს თავს მოახვიონ გადაწყვეტილებები. ეს არ არის მეთოდები, რომელსაც ევროკავშირი იყენებს. ჩვენი მეთოდი არის მედიაცია და ასე რომ საქართველოს ლიდერები უნდა წავიდნენ კომპრომისებზე და გაუმკლავდნენ ამ გამოწვევებს. როგორც უკვე ვთქვი, კომპრომისი არის სიძლიერე და არა სისუსტე. ევროპულ მისწრაფებებს სჭირდება კომპრომისები, განსაკუთრებით  იმ პარტიისგან, რომელიც ხელისუფლებაშია იმისთვის, რომ ქვეყანა გამოიყვანოს კრიზისიდან. რა თქმა უნდა, ძალიან მაღალ ამბიციებთან ერთად ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მოდის. სამწუხაროდ, მაგიდასთან დღეს არ ყოფილა ასეთი მზაობა, რომ მიღწეული ყოფილიყო კომპრომისი",- განაცხადა დანიელსონმა.

ევროკავშირის წარმომადგენელმა  საქართველო გუშინ ღამით დატოვა.

 

დღის გადაცემები