19.09.2024 | 19:39
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
კრისტიან დანიელსონის, "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა გრძელდება [ვიდეო]

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის ლიდერების გაერთიანებული შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას მმართველი გუნდიდან "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ესწრებიან.

„ველით ოპოზიციის მხრიდან იმ კომპრომისს, რომელიც არის მთელი საზოგადოების ინტერესში და პირველ რიგში, ოპოზიციის ინტერესშიც. ამიტომ ვნახოთ დღევანდელი შეხვედრა, ვფიქრობ, დაგვეხმარება რომ პოზიციები დავაახლოვოთ"-განაცხადა თალაკვაძემ.

დღის გადაცემები