22.09.2024 | 00:30
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
კრწანისის ქუჩაზე 19 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

კრწანისის ქუჩაზე, სანიაღვრე ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე, გულიას მოედნიდან გორგასლის ქუჩის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, კრწანისის მოედნიდან გულიას მოედნამდე, სატრანსპორტო საშუალებები შეფერხების გარეშე გადაადგილდებიან.

"აღნიშნული სამუშოების გამო, ავტობუსები: N371, N301, N344, N345, N331, N350 და მიკროავტობუსები: N538, N547, N550, N557, N580, N427 გადაადგილებას შეძლებენ გულიას მოედნიდან გულუას ქუჩაზე. შემდეგ გააგრძელებენ გადაადგილებას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და დაუკავშირდებიან მეტეხის ხიდსა და კოტე აფხაზის ქუჩას" -აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღის გადაცემები