21.09.2024 | 12:35
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
კუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს შეცვლილი განრიგით მოემსახურება

კუს ტბის საბაგირო გზა ტექნიკური სამუშაოების გამო, 13 ივლისს, 08:00 საათის ნაცვლად, მგზავრთა მომსახურებას 16:00 საათზე განაახლებს.

დედაქალაქის მერიის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში კომპანიის ლაბორატორიული ცენტრის თანამშრომლების მიერ შემოწმდება მზიდი, გამწევი და კუდის ბაგირები.

სამუშაოები გეგმურ ხასიათს ატარებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.

დღის გადაცემები