20.04.2024 | 01:06
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ლევან ოჩიგავა ევროპის ჩემპიონია

ლევან ოჩიგავამ ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ძალოსანი ოქროს ორ და ვერცხლის ერთ მედალს დაეპატრონა.

პოლონეთში მიმდინარე 17 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ლევან ოჩიგავამ (73 კგ.) მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ყველა მითითება ბრწყინვალედ შეასრულა, ატაცში 127/130/132 კგ. დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ძალოსანმა აკვრაში 152/157/159 კილოგრამის ძლევით ვერცხლის მედალი მოიპოვა, ორჭიდის ჯამში მოგროვილი 291 კილოგრამით კი  ოქროს მედალი მიიღო.

ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზურაბ ანთაურია, პირადი მწვრთნელი დავით ხარატაშვილი, ნაკრები გუნდის მწვრთნელი ბეჟან ჭიჭინაძე, ხოლო ფიზიო-თერაპევტი - რუსლან ღიბრაძე.

დღის გადაცემები