19.04.2024 | 16:24
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ლევან სილაგავა: "პური 1 თვის წინ დაახლოებით, 10 თეთრით გაძვირდა, დღეს მეპურეებიც ამბობენ, რომ გარკვეულწილად ფასის შენარჩუნებისკენ მიდიან, თუმცა სამომავლოდ პროგნოზებს ვერც ისინი აკეთებენ და ვერც ჩვენ"

პური ერთი თვის წინ დაახლოებით, 10 თეთრით გაძვირდა. დღეს მეპურეებიც ამბობენ, რომ გარკვეულწილად ფასის შენარჩუნებისკენ მიდიან, თუმცა სამომავლოდ პროგნოზებს ვერც ისინი აკეთებენ და ვერც ჩვენ, - ამის შესახებ "საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს საქართველოში ხორბალი არ შემოდის და იმპორტი მხოლოდ ფქვილზე ხორციელდება.

სილაგავას განცხადებით, მსოფლიოში ხორბალთან დაკავშირებით საკმაოდ დაძაბული მდგომარეობაა და ხორბლის მარაგები, დღეს ყველა ქვეყნისთვის პირველი კატეგორიის საზრუნავია.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ხორბლის მარაგები უნდა იყოს. ხორბალს იმიტომ ვამბობთ, რომ ეს არის გაეროს რეკომენდაცია, რომ ქვეყანაში 2-თვიანი მინიმალური მარაგი უნდა არსებობდეს. დღეს საქართველოში წისქვილკომბინატები არ მუშაობს. ხორბალი თითქმის არ შემოდის," - განაცხადა ლევან სილაგავამ.

დღის გადაცემები