20.05.2024 | 05:47
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ლომისის მთის ტერიტორიაზე, მომლოცველების უსაფრთხო გადაადგილებაზე 120-მდე მეხანძრე-მაშველი ზრუნავს - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მომლოცველების უსაფრთხო გადაადგილებისთვის ლომისის მთის ტერიტორიაზე 120-მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ჯგუფები დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლეთაში, წმინდა გიორგის ტაძრისკენ მიმავალ გზაზე რამდენიმე ლოკაციაზე მორიგეობენ და მომლოცველების უსაფრთხო გადაადგილებაზე ზრუნავენ.

ლომისის მთის ტერიტორიაზე სულ სპეციალური აღჭურვილობით და ტექნიკით მობილიზებულია 120-მდე მეხანძრე-მაშველი, მათ შორის არიან სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფები. საჭიროების შემთხვევაში მეხანძრე-მაშველები მოქალაქეებს შესაბამის დახმარებას გაუწევენ," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის გადაცემები