19.09.2024 | 19:33
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში ვითარება დაძაბულია  [ვიდეო]

უკრაინაში კვლავ მძიმე ვითარებაა. რუსეთის ავიაციამ ქვეყნის რამდენიმე დიდი ქალაქის აეროპორტი და სტრატეგიული ობიექტი დაბომბა, მათ შორის ვრცელდება ინფორმაციები  საზღვაო პორტების დაბომბვის შესახებაც.  ადგილობრივი მედიიის  ცნობით, რუსული სახმელეთო საჯარისო ნაწილები აღმოსავლეთ უკრაინის ოლქებში შევიდნენ.  ოფიციალურმა კიევმა საომარი   მდგომარეობა გამთენიისას გამოაცხადა. ყველაზე მეტად ვითარება დაძაბულია  ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში, სადაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და რუს სამხედროებს შორის  შეტაკებები  გრძელდება.რთული ვითარებაა ასევე ხერსონის მიმართულებით.   ყოველწამს იცვლება ინფორმაცია  დაღუპულებისა და  დაშავებულების შესახებ.  ადგილობრივი მედიის ინფომაციით,რუსეთის სარაკეტო დარტყმებს 40 - ზე მეტი უკრაინელი სამხედრო და ათეულობთ სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. რუსული მხარის კი, სულ მცირე 6 თვითმფრინავი, 2 შვეულმფრენი და ათობით ჯავშანმანქანა განადგურდა.

დღის გადაცემები