21.09.2024 | 02:56
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მაკრონი: ხანგრძლივი ომისთვის უნდა მოვემზადოთ - "საფრანგეთი გააგრძელებს რუსეთთან საუბარს, ვის უნდა, რომ თურქეთი მსოფლიოში ერთადერთი ძალა იყოს, რომელიც რუსეთთან საუბარს აგრძელებს?"

ხანგრძლივი ომისთვის უნდა მოვემზადოთ, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის ელჩების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ გააგრძელებს რუსეთთან დიალოგს უკრაინის კონფლიქტის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად და უკრაინას ურყევი მხარდაჭერა გამოუცხადა.

"საფრანგეთი გააგრძელებს უკრაინის გრძელვადიან მხარდაჭერას ეკონომიკურად, სამხედრო და ჰუმანიტარული კუთხით. ევროპის ერთიანობა საკვანძოა, რადგან [ჩვენი] დაყოფა რუსეთის ომის ერთ-ერთი მიზანია. საფრანგეთი გააგრძელებს რუსეთთან საუბარს. ვის უნდა, რომ თურქეთი მსოფლიოში ერთადერთი ძალა იყოს, რომელიც რუსეთთან საუბარს აგრძელებს?" - აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა.

დღის გადაცემები