26.04.2024 | 02:28
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მამუკა ონაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს და ხვალ, სიონის საკათედრო ტაძარში გაიმართება

მამუკა ონაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს და ხვალ, 16:00 საათიდან სიონის საკათედრო ტაძარში გაიმართება. მომღერლის ცხედარი ტაძარში გვიან ღამით გადაასვენეს.

55 წლის მამუკა ონაშვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. მომღერალი და მსახიობი 30 ივლისს ნატახტართან ავარიაში მოჰყვა, რის შემდეგაც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ორი დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

მამუკა ონაშვილს გამოცემული აქვს ორი მუსიკალური ალბომი და 6 ვიდეო კლიპი. იყო პაროდიის თეატრის მსახიობი. მაყურებელი მას ასევე კარგად იცნობს "იუმორინას" სცენიდან. სხვადასხვა დროს იყო არაერთი სატელევიზიო არხის წამყვანი.

მამუკა ონაშვილს 4 აგვისტოს მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. მომღერალს ხუთშაბათს, 14:00 საათზე, სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ.

დღის გადაცემები