19.09.2024 | 19:35
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მარინა კალიურანდი - ევროკავშირი მზად არ არის გაფართოებისა და რომელიმე ქვეყნისთვის კარის გასაღებად [ვიდეო]

საქართველოს შესახებ ევროკავშირში არსებულ მოსაზრებებზე მარინა კალიურანდი საუბრობს. ევროპარლამენტარი, რეალობისთვის თვალის გასწორებისკენ ქვეყანას, კიდევ ერთხელ მოუწოდებს. ის ღიად  ამბობს,  რომ 705 პარლამენტარიდან უმრავლესობამ, საქართველოს დედაქალაქი, უფრო მეტიც, სამხრეთ კავკასიის ან აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების შესახებ არც კი იცის. კალიურანდის განცხადებით, დღეს ევროკავშირი მზად არ არის გაფართოებისა და  რომელიმე ქვეყნისთვის კარის გასაღებად. ევროპის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოდან საქართელოს, სამომავლო გეგმების რეალიზებისთვის  სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებთან მეტ კომუნიკაციას ურჩევენ.

დღის გადაცემები