26.04.2024 | 00:55
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მედია - ირანელმა ფეხბურთელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ქვეყნის ჰიმნი არ შეასრულეს, რაც ირანში ანტისამთავრობო დემონსტრანტებისადმი აშკარა სოლიდარობის გამოხატულებაა

ირანის ეროვნულმა საფეხბურთო გუნდმა საკუთარი ქვეყნის ჰიმნი დღეს კატარში, მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, ინგლისთან მატჩის წინ არ შეასრულა, რაც მედიის თქმით, ირანის მასშტაბით მიმდინარე ანტისამთავრობო დემონსტრანტებისადმი აშკარა სოლიდარობის გამოხატულებაა.

აღსანიშნავია, რომ ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია შეწყვიტა.

ცნობისთვის, ირანში ორ თვეზე მეტია მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ქვეყანაში გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინი გარდაიცვალა.

დღის გადაცემები