22.09.2024 | 16:30
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მედია: "რამდენიმე ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ერთობლივი ოპერაციის შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის 23 წევრი დააკავეს, მათ შორისაა საქართველოს ორი მოქალაქე"

მედიის ცნობით, პოლონეთის, ესტონეთის, გერმანიის, ლიეტუვისა და ლატვიის სამართალდამცავი ორგანოების ერთობლივი ოპერაციის შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის 23 წევრი დააკავეს. მათ შორის ორი საქართველოს მოქალაქეა.

გამოძიების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, ბელარუსიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე, მიგრანტები არალეგალურად გადაჰყავდათ. მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ოპერაცია "ევროპოლის" კოორდინაციით ჩატარდა. 15 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად სასამართლომ წინასწარი პატიმრობის გამოყენების გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

ამასთან, "ევროპოლი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ იანვრიდან მოყოლებული, ევროკავშირში მიგრანტების არალეგალურად შეყვანის მცდელობისთვის, ჯამში, 61 ადამიანია დაკავებული. "ევროპოლის" ცნობით, ბრალდებულები ერთი მოქალაქის ტრანსპორტირებისთვის 3 000-დან 15 000-მდე ევროს ითხოვდნენ. საერთო ფულადი ნაკადი 16 მილიონ ევროდ ფასდება.

დღის გადაცემები