21.09.2024 | 19:33
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მედია - სამხრეთ კორეა აშშ-ს უკრაინაში გასაგზავნად საარტილერიო ჭურვებს მიჰყიდის

სამხრეთ კორეა შეერთებულ შტატებს საარტილერიო ჭურვებს უკრაინაში გასაგზავნად პირველად მიყიდის.

The Wall Street Journal-ის ცნობით, ასეთი მიწოდება ვაშინგტონსა და სეულს შორის "საიდუმლო გარიგების" ნაწილი იქნება.

გამოცემის ცნობით, შეერთებული შტატები უკრაინაში გასაგზავნად 100 000-მდე საარტილერიო ჭურვის შეძენას გეგმავს.

ვაშინგტონის გათვლებით, ჭურვების ეს რაოდენობა უკრაინას ინტენსიური ბრძოლებისთვის რამდენიმე კვირის განმავლობაში ეყოფა. შეთანხმების გაფორმების დრო უცნობია.

დღის გადაცემები