13.05.2024 | 04:03
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მელიქიშვილის გამზირი, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 ივნისიდან გადაიკეტება

პროექტის თანახმად, მელიქიშვილის გამზირზე ახალი სანიაღვრე სისტემა, გარე განათების ახალი ქსელი მოეწყობა. გზის სავალ ნაწილზე გამოიცვლება ასფალტის საფარი. გარდა ამისა, გზის სავალი ნაწილიდან გამოიყოფა ზოლი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, მოეწყობა ახალი მოსაცდელები და ველობილიკი. დამონტაჟდება ნარჩენშემკრები მიწისქვეშა ურნები, გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა კი, ადაპტირდება შშმ პირებისთვის.

მელიქიშვილის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მერია 6.388 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს, პროექტის დასრულება 4 თვეში იგეგმება.

სარეაბილიტაციო არეალი ვარაზისხევიდან ჭოველიძის ქუჩის შესახვევამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს. სამუშაოების წარმოების პერიოდში, აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება.

დღის გადაცემები