21.09.2024 | 20:27
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძარია - ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ავიაცია ჩაერთო

მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ავიაციაც მონაწილეობს.

ცეცხლის კერა დასახლებიდან მოშორებით გაჩნდა. აღნიშნულ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.

ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

დღის გადაცემები