13.12.2024 | 08:26
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მთავრობის სხდომაზე ვაქცინაციის და სოფლის მეურნეობის განვითარების თემები განიხილეს [ვიდეო]

 მთავრობის სხდომაზე ვაქცინაციის და სოფლის მეურნეობის განვითარების თემები განიხილეს.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე ქვეყნის ჩაკეტვა და შეზღუდვები არ იგეგმება.როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განმარტა, მათ სხვა გზა - პანდემიის მართვა აირჩიეს. პრემიერის განცხადებითვე, შეზღუდვები გამართლებული არ იქნება, ვინაიდან ეს ქვეყნის ეკონომიკას დააზიანებს.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სასოფლო სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველებს, სექტემბრიდან შეეძლებათ განცხადებების სამინისტროში შეტანა.

როგორც დავითაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მოსახლეობას, რომელსაც ფინანსური რესურსები არ ჰყოფნის სასოფლო სამეურნეო მექანიზაციის შესაძენად, ეს პროგრამა მნიშვნელოვან შეღავათს მისცემს.

დღის გადაცემები