19.09.2024 | 19:51
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მეუფე ნიკოლოზის მიერ გაკეთებულ განცხადებებს საპატრიარქო გამოეხმაურა [ვიდეო]

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მეუფე ნიკოლოზის მიერ გაკეთებულ განცხადებებს საპატრიარქო ემაურება.

საპატრიარქოს განცხადებით, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა, რომლებსაც ის მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შეხვედრის შემდეგ აკეთებდა, „მოქალაქეთა სამართლიანი უკმაყოფილება გამოიწვია".

საპატრიარქო წუხილს გამოთქვამს, რომ მიტროპოლიტ ნიკოლოზის პირადმა შეხედულებებმა და მისმა განცხადებებმა ურთიერთშენდობის გზაზე ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა კიდევ უფრო გაართულა და საპატრიარქოში იმედს გამოთქვამენ, რომ ასეთ გადაცდომებს ის მომავალში აღარ დაუშვებს.

დღის გადაცემები