19.09.2024 | 19:56
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მიხეილ სააკაშვილი არ შიმშილობს [ვიდეო]

მიხეილ სააკაშვილი არ შიმშილობს. 1-2-3 ნოემბერს პატიმარმა ყოფილმა პრეზიდენტმა საკვები ნამდვილად მიიღო. ამას ის ვიდეო მასალაც  ადასტუებს რომლსაც პენიტენციური სამსახური მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ასაჯაროვებს.  ვიდეო კადრებში ნათლად ჩანს, რომ პატიმარი სააკაშვილი იოგურტს, ფაფებს, ნატურალურ წვენსა და თაფლს იღებს. გავრცელებული ვიდეო მასალით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ დესტრუქციული ოპოზიცია საკუთარი პროტესტის ფორმებით საზოგადოებაზე მანიპულირებას ცდილობდა. ვედო მასალაში კარგად ჩანს, რომ ყოფილ პრეზიდენტს საკვებს მედ პერსონალი აწვდის.

გარდა ამისა პენიტენციურმა სამსახურმა დაახლოებით 1 საათის წინ გაავრცელა იმ საკვების ფოტო მასალაც, რომელიც სააკაშვილმა პატიმრობის დაწყებიდან დღემდე მიიღო. "სემპერის" და "ნუტრიბენის" ფაფები, ნატურალური წვენები,  იოგურტი, თაფლი, ვაშლი ეს იმ რაციონის არასრული ჩამონათვალია, რომელსაც სააკაშვილი რუსთავის მეთორმეტე დაწესებულებაში პატიმრობის დღიდან 6 ნოემბრამდე იღებს.

დღის გადაცემები