13.12.2024 | 08:52
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების გეგმა [ვიდეო]

მრავალ დანაშაულში ბრალდებული ექსპრეზიდენტის შეწყალებაზე საუბარი, ათასობით დაზარალებულის შეურაცყოფაა - ეს, 2007 წელს თბილისის ცენტრში მოკლული პროფესორის, გურამ შარაძის შვილის პოზიციაა. რუსუდან შარაძემ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც  სასულიერო პირები, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით შექმნილ პეტიციას შეუერთდნენ.

ექს.პრეზიდენტი დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მეუფე ნიკოლოზმა მოინახულა. ცდილობს თუ არა ნაციონალური მოძრაობა, ეკლესიის პოლიტიზირებას და სასულიერო პირთა ნაწილის, მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად გამოყენებას? როგორც ჩანს გეგმა, სწორედ საეკლესიო დასის წევრებზე გადის. როგორია საეკლესიო  წესები და საკმარისია თუ არა მხოლოდ პეტიციაზე ხელმოწერა, პატიმრის შესაწყალებლად? განმარტებებს თეოლოგები აკეთებენ. 

დღის გადაცემები