13.12.2024 | 08:35
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა [ვიდეო]

მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. თბილისის  საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვის საქმე განიხილება.  პროცესს მსჯავრდებული პრეზიდენტიც ესწრება, რომელსაც ბრალი დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების  ჯგუფურად გაფლანგვაში ედება.

სასამართლო პროცესიდან  თაკო ჩარკვიანი მანდატურებმა დაუმორჩილებლობის გამო გაიყვანეს. როგორც პარტია „ანონი და სამართლის“ ხელმძღვანელმა განაცხადა,  კორუფციონერები მოსამრთლეების მიერ მესამე პრეზიდენტის გასამართლება სირცხვილია.   სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილმა  მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლების და პროკურორების სახლების ფოტოები წარმოადგინა. მისი მტკიცებით ძვირადღირებული  სახლები  ბიუჯეტის ფულით არის შეძენილი.

აღნიშნულ განცხადებას ხმაური მოჰყვა ბრალდების მხრიდანაც, პროკურორებმა სააკაშვილი სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულეს. ბრალდების მხარემ სააკაშვილს მიმართა და ჰკითხა, რა გადაუდებელი აუცილებლობა იყო გიგი უგულავას გახდომა, რაც ქვეყანას 114 ათასი ლარი დაუჯდა. რაზეც ბექა ბასილაიამ უპასუხა, რომ აღნიშნულზე ხაზგასმა სირცხვილია.

პროკურორი ყოფილი პრეზიდენტისგან ასევე დაინტერესდა, რა გადაუდებელი იყო სოფო ნიჟარაძის სასტუმროს მომსახურება, რაც სახელმწიფოს 5 ათასი ლარი დაუჯდა.

დღის გადაცემები