13.12.2024 | 04:02
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე ვიოლა ფონ კრამონზე: "ბოლო ხანებში ეს პიროვნება ძალიან გამოირჩა რევოლუციური სცენარების განვითარების მცდელობებით თუ რადიკალიზაციის მხარდაჭერით"

ბოლო ხანებში ეს პიროვნება [ვიოლა ფონ კრამონი] ძალიან გამოირჩა რევოლუციური სცენარების განვითარების მცდელობებით თუ რადიკალიზაციის მხარდაჭერით , - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის მისვლის შესახებ დასმულ კითხვაზე.

სარჯველაძის თქმით, ვიოლა ფონ კრამონი "უცნაურობებში ეხვევა".

სარჯველაძემ გაიხსენა მარტის საპროტესტო აქციების დროს, ვიოლა ფონ კრამონის მიერ გაკეთებული განცხადება, როდესაც მან თბილისში გამართული აქცია მაიდანს შეადარა.

"გვახსოვს მაგალითად, 7 მარტს, როდესაც აქცია დაიწყო, ასე გამოეხმაურა - ეს ყველაფერი მაიდანს მაგონებსო, თითქოს სასურველი დაინახა, თორემ პარალელის გავლების შესაძლებლობა მას არ ჰქონდა ობიექტურად. ამის შემდეგ ის ჩამობრძანდა საქართველოში და მივიდა შინაარსით სრულიად გაუგებარ აქციაზე, თორემ ყველას აქვს უფლება გამოხატოს თავის პოზიცია. რაც შეეხება იქ გაკეთებულ განცხადებებს, ესეც მეჩვენება, რომ ცოტა უცნაურად გამოიყურება. თუ ვინმე ეგულება სხვა, ვინც "მოლოტოვის კოქტეილი" ისროლა და შესაბამისად, მიაწვდის ინფორმაციას სამართალდამცავ უწყებებს, ვფიქრობ, რომ აქაც არ იქნება გაუმართლებელი რეაგირება, მაგრამ ის ვინც იდენტიფიცირებულია და ვიზეც სხვათა შორის ოპოზიციონერები თავიდან ამბობდნენ, რომ სუს-იდან მართული ადამიანები იყვნენ, მათგან მართული და მხარდაჭერილი ადამიანები აღმოჩნდნენ. ასეთ უცნაურობებში გაეხვა ძალაუნებურად ჩვენი ოპოზიცია და საკუთარი სურვილით ეხვევა ამ უცნაურობებში მაგალითად ვიოლა ფონ კრამონი", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში იმყოფება. ის გუშინ, მთავრობის ადმინისტრაციასთან, ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად მიმდინარე აქციაზე მივიდა. როგორც ევროპარლამენტარმა კრამონმა აღნიშნა, მიუღებელია პარლამენტარების მიერ, ლაზარე გრიგორიადისის "იმიჯის გამოცალკევება და აშკარად სპეკულირება, რომ იგი და ხალხის კონკრეტული ჯგუფი ძირს უთხრიან ამ პროტესტს".

დღის გადაცემები