13.12.2024 | 02:35
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მიხეილ ჩხენკელი მასწავლებლებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პედაგოგებს მიმართავს და პროფესიულ დღეს ულოცავს.

"ძვირფასო პედაგოგებო, მინდა, თითოეულ თქვენგანს გულითადად მოგილოცოთ მასწავლებლის საერთაშორისო დღე! მოხარული ვარ, რომ ყოველ წელს აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით საქართველოში არაერთი მასშტაბური ღონისძიება იმართება, რომელიც მასწავლებლის პროფესიის დაფასებასა და მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

მასწავლებლობა ოდითგანვე წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ და საპასუხისმგებლო პროფესიას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფის საქმეში გადამწყვეტ როლს ასრულებს.
თითოეული მასწავლებლის ფასდაუდებელი შრომის შედეგია, რომ დღეს გვყავს წარმატებული ახალგაზრდები, რომლებიც

საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩენენ საქართველოს. მჯერა, სწორედ თქვენი პროფესიონალიზმითა და შემართებით, ჩვენს ქვეყანაში კიდევ მრავალი სასახელო, განათლებული თაობა აღიზრდება, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის მყარ საფუძველს შექმნის. დარწმუნებული ვარ, პედაგოგთა პროფესიული განვითარების უზრუნველყოფით და მათთვის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებით კიდევ უფრო მეტად შევუწყობთ ხელს მასწავლებლის პროფესიის დაფასებასა და პრესტიჟის გაზრდას. ამას მოწმობს ისიც, რომ დღეს არაერთი ახალგაზრდა გამოთქვამს სურვილს, დაეუფლოს მასწავლებლის პროფესიას და საკუთარი წვლილი შეიტანოს მომავალი თაობის აღზრდისა და განათლების საქმეში.

კიდევ ერთხელ, გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, მადლობას გიხდით, რომ ასე ერთგულად ემსახურებით ამ უაღრესად მნიშვნელოვან პროფესიას. თითოეულ თქვენგანს წარმატებებს, წინსვლას და კეთილდღეობას გისურვებთ", - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მასწავლებლის საერთაშორისო დღე იუნესკოს ეგიდით მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში 1994 წლიდან აღინიშნება. ამ დღის დაწესების მთავარ მიზანს მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერა და პედაგოგთა შრომის დაფასება წარმოადგენს.

დღის გადაცემები