13.12.2024 | 08:49
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მმართველ გუნდში სამართლიანობის აღდგენა გაახსენდათ [ვიდეო]

მას შემდეგ რაც საკანონმდებლო ორგანომ მეორედ მოსულ პრემიერს ნდობა ოფიციალურად გამოუცხადა, პირველი ბრძანება, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა  გასცა, დესტრუქციული ოპოზიციის თავმჯდომარის ნიკანორ მელიას დაკავება აღმოჩნდა. ბოლო დროის პოლიტიკურ მოვლენათა ეპიცენტრში მყოფი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე დაკავებულია.  კანონდამრღვევი მელია 2 საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ, სამართალდამცავებმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკა მელიას დაკავებას სახელმწიფოს ღირსებისა და სტაბილურობის დაცვა უწოდა. ე.წ გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა კი  თანამოაზრე მელია პოლიტ პატიმარად გამოაცხადეს.

 

ნიკა მელია პასუხს არა პოლიტიკური ნიშნით, არამედ სამართლის უხეში დარღვევისთვის აგებს -  განმარტავენ პოლიტოლოგები, რომლებიც ნაც მოძრაობის თავმჯდომარის თავისუფლების აღკვეთას სამართლიანს უწოდებენ.

 

„სჯობს გვიან ვიდრე არასდროს“ პრინციპით მოქმედმა ხელისუფლებამ რადიკალური ოპოზიციის წევრის ნიკა მელიას დაკავება ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენად შერაცხა. მეოცნებე ხელისუფლების ახალი და  ძველი სახეები ფიქრობენ, რომ სახელმწიფოს ღირსება და სტაბილურობა დაიცვეს, თუმცა უმრავლესობაში ავიწყდებათ მთავარი, დამნაშავე რეჟიმის არაერთი წევრი დღეს მელიას დასაცავად კვლავ ჩვეულ ძალისმიერ მეთოდებს აანონსებს, მათთვის კი მართლმსაჯულება ამ დრომდე არ აღსრულდა. საკვირველია ის ფაქტი, რომ "ქართულმა ოცნებამ"  "პატრიოტთა ალიანსის" რეზოლუცია, რომელიც ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას და "ნაციონალური მოძრაობის" დამნაშავე რეჟიმად გამოცხადებას გულისხმობდა, ჩააგდო.

დღის გადაცემები