23.04.2024 | 13:07
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მომღერალი მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა

მომღერალი მამუკა ონაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

მამუკა ონაშვილი თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ონაშვილი 30 ივლისს, ნატახტართან ავარიაში მოყვა, რა დროსაც ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ადგილზე 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.

მამუკა ონაშვილმა სოლო კარიერა 1994 წლიდან დაიწყო. ის იყო მუსიკალურ-გასართობი შოუ პროგრამების წამყვანი საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის I არხზე და აჭარის ტელევიზიაში.

2001 წლიდან მონაწილეობდა პროექტში-"იუმორინა".

მამუკა ონაშვილს გამოშვებული აქვს ორი ალბომი: "მე ისეთი კარგი ვარ" და "ოცნების ღამე".

გადაღებული აქვს ექვსი მუსიკალური ვიდეო კლიპი. მამუკა ონაშვილს მიღებული აქვს სხვადასხვა მუსიკალური ჯილდო.

დღის გადაცემები