13.12.2024 | 08:51
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მსოფლიოს 120 ლიდერის განცხადებით, 2030 წლისთვის პლანეტაზე შეჩერდება ტყეების გაჩეხვის პროცესი [ვიდეო]

გლაზგოში კლიმატთან დაკავშირებული კონფერენციის პირველი დღე, 120 მსოფლიო ლიდერის ერთობლივი განცხადებით დასრულდა. მათ დადეს პირობა, რომ 2030 წლისთვის სრულად შეაჩერებენ პლანეტაზე ტყეების გაჩეხვის პროცესს და აღადგენენ ტყის მასივებს.  გარდა ამისა, დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო, პარიზის 2015 წლის შეთანხმება, რომელიც გამონაბოლქვის ემისიების 0%მდე შეზღუდვას გულისხმობს.

მსოფლიოს 120 ლიდერს შორის იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი. გლაზგოში მიმდინარე სამიტზე, სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშილმა პანდემიით გამოწვეულ სირთულეებთან ერთად, კლიმატის ცვლილებებით შექმნილ საფრთხეებთან გასამკლავებლად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

დღის გადაცემები