19.07.2025 | 12:47
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ტერიტორიაზე, ძლიერი ქარის შედეგად რამდენიმე ხე წაიქცა, რის გამოც ადგილზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია

თამარ მეფის ხიდის მიმდებარედ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ტერიტორიაზე, ძლიერი ქარის შედეგად რამდენიმე ხე წაიქცა, რის გამოც ადგილზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია.

ადგილზე იმყოფებიან თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმადგენლები, რომლებიც კლდის სიახლოვეს წაქცეული მცენარეების ნარჩენებისგან ტერიტორიას ასუფთავებენ. როგორც თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, გზა სრულად უახლოეს პერიოდში, მას შემდეგ გაიხსნება, რაც წაქცეული ხეებისგან ტერიტორია გაიწმინდება.

"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ ტერიტორიაზე არ მომხდარა არანაირი მიწის მასის ჩამოშლა. მხოლოდ ხეები წაიქცა. რაც შეეხება კლდის დამცავ ღონისძიებებს, პანდუსის დასაწყისში, სადაც ყველაზე ხშირად ცვივა ქვა, ასევე ბოლო მონაკვეთში, გაკეთებულია დამცავი ბადეები. მიმდინარეობს პერიოდული მონიტორინგი. იმ შემთხვევაში, თუ დამატებითი ლოკაციები გამოვლინდება, იქაც დაუყოვნებლივ მოვაწყობთ ბადეებს" - განაცხადა ბენდელიანმა.

გარდა ამისა, მისი თქმით, ძლიერი ქარის შედეგად ქალაქის მასშტაბით კიდევ რამდენიმე ხე წაიქცა, თუმცა ცხელ ხაზზე შესულ ყველა შეტყობინებაზე სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

დღის გადაცემები