23.09.2024 | 05:25
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მუსიკოსი სვიმონ ჯანგულაშვილი: "ნაციონალურ მოძრაობას" და მათ სტრატეგიულ პარტნიორებს მინდა ვუთხრა შემდეგი: ქვეყანას ვეღარ მოერევით და აქ ომს ნაცისტების ხელით მეორედ ვეღარ გააჩაღებთ"
"ნაციონალურ მოძრაობას" და მათ სტრატეგიულ პარტნიორებს მინდა ვუთხრა შემდეგი: ქვეყანას ვეღარ მოერევით და აქ ომს ნაცისტების ხელით მეორედ ვეღარ გააჩაღებთ. ამიტომ, ჩემი რჩევა იქნება, სტრატეგია შეცვალოთ, სახე შეინარჩუნოთ და თამაში დატოვოთ ამის შესახებ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მუსიკოსი სვიმონ ჯანგულაშვილი წერს.
  • ჩემი რჩევა იქნება, მოუსმინოთ ქართველ ხალხს და არა ლუმპერპოლიტიკოსებს, რომლებიც, უბრალოდ, იმიტომ ფუთფუთებენ, რომ ფული გამოგწოვონ და ამით რაიმენაირად იარსებონ.
  • ვიდრე "ნაციონალური მოძრაობა" იქნება პოლიტიკურ ველზე, ქართველი ერი მუდამ მათ საწინააღმდეგო არჩევანს გააკეთებს. პოლიტიკიდან უნდა წავიდეს ყველა "ნაცი", სულ ერთია, 5 თუ 10 პარტიებად დაიყოფიან ისინი.
  • მხოლოდ ამის შემდეგ გაჩნდება ნამდვილიდა ჯანსაღი ოპოზიცია. მხოლოდ ამის შემდეგ გამოჯანმრთელდება პოლიტიკური პროცესი და წინ წავა ჩვენი ქვეყანა. 
  • ჩვენ გვინდა ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ნატო... მაგრამ ეს არ გვინდა ომის ხარჯზე და არც იმისთვის, რომ აქ კეზერაშვილი ან გვარამია გამეფდნენ და დაბომბილი ქართული სოფლებისა და ქალაქების დასახმარებლად გამოგზავნილი მილიარდებით გამდიდრდნენ და სამუდამოდ მოაჯდნენ ქვეყანას თავზე", - წერს მუსიკოსი.
დღის გადაცემები