25.04.2024 | 22:38
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი ეტაპობრივად გაიზრდება

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, პირველი მოსმენით, მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის ეტაპობრივად გაზრდასთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრების საკანონმდებლო ინიციატივა განიხილა.

დავით სონღულაშვილის, ეკა სეფაშვილის, ბეჟან წაქაძის, ირმა ზავრადაშვილის, რიმა ბერაძის, ნინო წილოსანის, ლევან მგალობლიშვილისა და გოჩა ენუქიძის საკანონმდებლო ინიციატივა კოლეგებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ გააცნო.

"მშენებლობის ნებართვის გაცემა დაკავშირებულია შესაბამის ადმინისტრაციულ რესურსთან, როგორც მატერიალურ, ისე - ადამიანურ რესურსთან. პროექტის მიღების შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოებს მიეცემათ ბიუჯეტში მეტი რესურსის მობილიზების შესაძლებლობა, რაც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ნებართვის გაცემის ადმინისტრირებას", - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა.

მისი განმარტებით, ნებართვისთვის მოსაკრებლის ოდენობა 4 ლარიდან 10 ლარამდე გაიზრდება, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – 5 ლარიდან 11 ლარამდე.

მოსაკრებლის ოდენობის გაზრდა არ ეხება ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობებს.

"იმის გათვალისწინებით, რომ ამან მოსაკრებლის გადამხდელისთვის დაუგეგმავი ფინანსური ხარჯის ზრდა არ გამოიწვიოს, მოსაკრებლის ოდენობის გაზრდა გათვალისწინებულია ეტაპობრივად, კერძოდ: 2023 წლის 1-ლი იანვრიდან - 6 ლარამდე, 2024 წლის 1-ლი იანვრიდან - 8 ლარამდე და 2025 წლის 1-ლი იანვრიდან - 10 ლარამდე. რაც შეეხება საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის მოსაკრებლის ოდენობის გაზრდას, 2023 წლის 1-ლი იანვრიდან - 7 ლარამდე გაიზრდება, 2024 წლის 1-ლი იანვრიდან - 9 ლარამდე და 2025 წლის 1-ლი იანვრიდან 11 ლარამდე", - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

კომიტეტმა საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა.

დღის გადაცემები