22.09.2024 | 16:28
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ოპერაცია გორშიც მიმდინარეობს

ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სპეცოპერაციის ფარგლებში, ამ წუთებში, ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ოპერაცია გორშიც მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკორეალიზატორი ეკატერინე ჯუღაშვილის ქუჩაზე დააკავეს.

"მოგეხსენებათ, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ სპეცოპერაცია და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაკავებულია არაერთი პირი. სპეცოპერაცია ჩატარდა გორშიც, ჯუღაშვილის ქუჩაზე დაკავებულია ერთი პირი, სპეცოპერაცია გრძელდება", - განახადა შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვალერი თელიამ.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში დღეს ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, 20-მდე ნარკორეალიზატორია დაკავებული, სპეცოპერაცია კი გრძელდება.

დღის გადაცემები