13.12.2024 | 08:41
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ნატოში საქართველოს არ ელოდებიან [ვიდეო]

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერების ხელმოწერით გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ  საქართველოში  ძირეული რეფორმების გატარება საჭირო და აუცილებელია. მაპის მიღების და ნატოშ გაწევრიანების თარიღი მართალია არ სახელდება, თუმცა იმისთვის რომ ნატოს კარი ახალი წევრებისთვის გაიღოს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი  აუცილებლად მიიჩნევს სხვა საკითხებთან ერთად ქვეყანაში გამჭვირვალედ  ჩატარდეს არჩევნები  და დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდეს.

კომუნიკეში  საქართველოს,  უკრაინისა და მოლდოვის  ტერიტორიულ მთლიანობისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაფიქსირდა.  ალიანსის წევრები მოუწოდებენ რუსეთს უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. ასევე, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.  იენს სტოლტენბერგმა შემაჯამებელ პრესკონფერენციაში საქართველოს ნატოში გაწევრიანების თარიღი ვერ დაასახელა, მაგრამ აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა შავი ზღვის რეგიონში ძლიერი მოკავშირეა.

"ჩვენ არასდროს მივიღებთ იმ რეალობას, რომ საქართველოს ტერიტორიები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ არის საქართველოს კონტროლის ქვეშ. მოკვშირეები დახმარების ვალდებულებას იღებენ და აღნიშნავენ, რომ საქართველო ძლიერი მოკავშირეა შავი ზღვის რეგიონში. საქართველოსა და ალიანსის 30 წევრზეა დამოკიდებული როდის იქნება ალიანსში გაწევრიანებისთვის შესაბამისი დრო. ვერ გეტყვით ზუსტ თარიღს, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მხარს დავუჭერთ რეფორმებს, რომელიც საქართველოს ნატოსთან დაახლოებას ხელს შეუწყობს" - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

 ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი ერთგვარად მოსამზადებელი შეხვედრა იყო 2022 წლის გაფართოებული სამიტის წინ.  

დღის გადაცემები