13.12.2024 | 08:38
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
"ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების დაჭრის ფაქტზე, პოლიციამ  ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი დააკავა [ვიდეო]

დმანისში, სოფელ განთიადში "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების დაჭრის ფაქტზე, პოლიციამ  ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი დააკავა. დაჭრილი ორი პირი თბილისში გადმოიყვანეს. ექიმების განმარტებით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.  პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში, დმანისის მუნიციპალიტეტში დააკავა. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სოფელ განთიადში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს ჩხუბში მონაწილე სხვა პირებმაც. საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დადგენისა და შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით გრძელდება.

დღის გადაცემები