13.12.2024 | 09:02
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა [ვიდეო]

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. შეთანხმების დოკუმენტი მედიაში უკვე ვრცელდება. კონტრაქტი ოპოზიციურ პარტიას 150 ათასი დოლარი დაუჯდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პარტიის წევრები აქტიურად იქნებიან ჩართულნი კონგრესის ორივე პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებისა და ქვეკომიტეტების  მუშაობაში. აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ შეხვედრებში წერილებისა და მოხსენებების შემუშავებაში.  შეთანხმება შეეხება ამერიკულ ბეჭდურ და სატელევიზიო მედიასთან თანამშრომლობას. დოკუმენტის თანახმად, კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე მოსაზრებას გაუზიარებენ ამერიკელ კანონმდებლებს.

კოჯენტ სტრატეჟი 2018 წელს ანალოგიური კონტრაქტით ვლადიმერ პლახოტნის პოლიტიკურ ინტერესებს იცავდა ვაშინგტონში და დემოკრატიულ პარტიას ლობისტურ მომსახურებას უწევდა. კონტრაქტი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა" და ლობისტურ კომპანიას შორის 2023 წლის 31 ივლისამდეა ძალაში.

დღის გადაცემები