13.12.2024 | 08:26
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ნიკა მელია - არ გადავიხდი - ვერ დამიჭერთ! [ვიდეო]

"ქართული ოცნების" ორმაგი სტანდარტი. თუკი რიგით მოქალაქე, წვრილმანი დანაშაულისთვის მრავალწლიანი სასჯელს იხდის, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებულ ნაციონალური მოძრაობის წევრს ჯერ გირაო შეუფარდეს, გადაუხდელობის გამო კი გადაუვადეს. იმის მიუხედავად, რომ მოგვიანებით, მელიამ კანონი ელექტრონული სამაჯურის მოხსნით კიდევ ერთხელ დაარღვია, პროკურატურა სასჯელის გამკაცრებას არ ჩრაქრობს და  გირაოს გადახდისთვის დაწესებულ ვადას მეორედ უხანგრძლივებს.

 

არ გადავიხდი- ვერ დამიჭერთ, - ასეთია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის პასუხი.  ნიკა მელია პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს და მმართველ გუნდს კლანზე მიუთითებს, სწორედ იმ კლანზე, რომელიც „ქართულ ონებას“ მემკვიდრეობით მისივე გუნდმა დაუტოვა.

 

ნიკანორ მელიას საქმე ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია, თუ როგორ იყენებს თავისივე დაწერილ კანონს მმართველი გუნდი პოლიტიკური ამბიციების შესაბამისად. თუმცა ამას თავად არ აღიარებენ და ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს.

დღის გადაცემები