13.12.2024 | 09:01
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ნიკა მელიას სადეპუტატო  იმუნიტეტი  შეუჩერდა [ვიდეო]

პროკურატურის მოთხოვნა დაკმაყოფილებულია. ნიკა მელიას მეათე მოწვევის პარლამენტმა  სადეპუტატო  იმუნიტეტი  შეუჩერა. პროკურორის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა კანონი იმდენჯერ დაარღვია,რომ  ახლა ერთადერთი გამოსავალი, მხოლოდ მისი დაპატიმრებაა. თავად ბრალდებული თავს უდანაშაულოდ ცნობს და ამბობს, რომ პროკურატურას თავისუფლების აღკვეთის  საფუძველი არ გააჩნია.

 

   ნიკანორ მელიას   საკანონდებლო ორგანოში   მოწყალების გაღების მსრუველებიც გამოუჩდნენ. ასეთი ალეკო ელისაშვილია. მოქალაქეების  წევრი თანახმაა, რომ  სადეპუტატო ხელფასი  მელიას გირაოსთვის გადარიცხოს და  ყოფილი ე.წ თანამებრძოლი  პატიმრობას ამ გზით ააცდინოს. თუმცა  წარსულში ერთი მაგიდის გარშემო გაერთიანებული  ელისაშვილისა და მელიას გზები აქაც გაიყო. რაც შეეხება წარდგენილ ბრალდებას, მელია  თავს დამნაშავედ არც ამ ნაწილში არ თვლის.

 

ნიკანორ მელიას საქმის  განხილვა საკანონდებლო ორგანოში აქციის ფონზე მიმდინარეობდა.  პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე   ნაც. მოძრაობის   მხარდამჭერები შეიკრიბნენ და ამტკიცებდნენ, რომ  კანონდამრღვევი   პოლიტიკოსის მისამართით  პარლამენტი უკანონო გადაწყვეტილებას  იღებდა.

 

ნიკანორ მელიას   გადაწყვეტილება გირაოს არ გადახდის შესახებ, რომ პოლიტიკურ  სარჩულს ატარებს ამას მისი ფინანსური მდგომაროებაც ადასტურებს.  მას შემდეგ, რაც "ნაციონალური მოძრაობის"  თავმჯდომარეს   პროკურატურამ   აღკვეთი ღონისძიების სახით   გირაო შეუფარდა,  მელიამ მხოლოდ   სოციალურ ქსელის  რეკლამებისთვის  50 ათას ლარამდე დახარჯა.  

დღის გადაცემები