13.12.2024 | 08:50
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო [ვიდეო]

 ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო. დღევანდელ სხდომაზე, დაცვის მხარეს შესავალი სიტყვა უნდა ეთქვა, თუმცა მათ გადადების შუამდგომლობა დააყენეს, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

როგორც მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, აღნიშნული საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, ამასთან, ინიცირებულია ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, შესაბამისად, შესავალ სიტყვაში სამართლებრივ დეტალებზე საუბარი მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ.

კონდახიშვილის თქმითვე, აღნიშნული სასამართლო პროცესი მართლმსაჯულების იმიტაციაა და თავის მოტყუებად მიაჩნიათ, სამართლებრივ დეტალებზე საუბარი.

დღის გადაცემები