23.09.2024 | 02:18
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ნინო ფოჩხუა: "ვინ დააჯერა უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებას და ვინ მიანიჭა სამყაროს გადამრჩენის სტატუსი ამ უსამშობლო ადამიანებს, არესტოვიჩების დასახსნელი რა სჭირს ჩვენს ქვეყანას?"

რა ვაწყენინეთ ასეთი, ასე რომ ეზიზღება საქართველო და ქართველები?! ვინ დააჯერა უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებას და ვინ მიანიჭა სამყაროს გადამრჩენის სტატუსი ამ უსამშობლო ადამიანებს და მათ ბოდვებს?, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი ნინო ფოჩხუა არესტოვიჩის განცხადებას.

როგორც ფოჩხუა წერს, ოპოზიციას, რომელიც არესტოვიჩების და არახამიების დახმარებით ფიქრობს საკუთარ ხალხთან ბრძოლას, მომავალი არ აქვს.

"არ მეგულება ადამიანი, ვისაც ერთი წელიც მაინც თუ უცხოვრია საქართველოში და საკუთარ ქვეყანაზე ნაკლებად არ შეყვარებია. ეს არარაობა, როგორც ვიცი საქართველოში გაიზარდა, რა ვაწყენინეთ ასეთი, ასე რომ ეზიზღება საქართველო და ქართველები.

ვინ დააჯერა უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებას და ვინ მიანიჭა სამყაროს გადამრჩენის სტატუსი ამ უსამშობლო ადამიანებს და მათ ბოდვებს? არესტოვიჩების დასახსნელი რა ჭირს ჩვენს ქვეყანას?! ისე, ზუსტად კი ამბობს ჩვენს მეხუთე კოლონაზე, თმებს იგლეჯენო. მართალია, იგლეჯენ არა სამშობლოს სიყვარულით, არამედ ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, რაც არ გამოსდით. არ უჭერს ხალხი მხარს და იმიტომ. ოპოზიცია კი რომელიც არესტოვიჩების და არახამიების დახმარებით ფიქრობს საკუთარ ხალხთან ბრძოლას, მომავალი არ აქვს. ვურჩევ, ნუ ცდილობენ საზოგადოების მოთმინების გამოცდას, ცუდად დაამთავრებენ", - წერს ფოჩხუა Facebook-ზე.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა: "ჩვენ მოვახდენთ საქართველოში ძალის პროექცირებას, მოგვიწევს ქართველების, მოლდოვის, სომხეთის გადარჩენა, ჩვენი ნაომარი ბიჭებისა და გოგოებისთვის ყოველთვის მოიძებნება სამუშაო პოსტსაბჭოთა სივრცეში".

დღის გადაცემები