25.04.2024 | 00:39
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება - ნატო-ს სამხედრო წვრთნები, რომელიც საქართველოში ყოველწლიურად ტარდება, შეუძლებელია, შეშფოთებას არ იწვევდეს

ნატო-ს სამხედრო წვრთნები, რომელიც საქართველოში ყოველწლიურად ტარდება, შეუძლებელია, შეშფოთებას არ იწვევდეს, - სააგენტო "რესის" ინფორმაციით, ამის შესახებ ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ახსარ ჯიოევმა განაცხადა.

მისი თქმით, შეშფოთებით აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს.

"იქ ყოველწლიურად იმართება ნატო-ს სამხედრო წვრთნები და რეგიონში სამხედრო კომპონენტის მქონე არარეგიონული ქვეყნების არსებობა გვაწუხებს როგორც ჩვენ, ასევე ჩვენს რუს კოლეგებს. ჩვენ ყოველწლიურად ვპასუხობთ ამ მოვლენებს საინფორმაციო მესიჯით", - განაცხადა ე.წ. მინისტრმა.

ახსარ ჯიოევმა აღნიშნა, რომ საქართველოდან სამხედრო საფრთხის შემთხვევაში, "სამხრეთ ოსეთი" თავის სტრატეგიულ პარტნიორს მიმართავს.

„ჩვენ გვყავს პარტნიორი, მეგობარი - რუსეთი, რომელთანაც არის ორმხრივი შეთანხმებები ჩვენს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ამ დოკუმენტების მიხედვით, რუსეთის შეიარაღებული ძალები იმყოფება ჩვენი რესპუბლიკის ტერიტორიაზე", - აღნიშნა ჯიოევმა.

მანვე ყურადღება გაამახვილა ჟენევის ფორმატის მუშაობის მნიშვნელობაზე.

"ეს არის მოლაპარაკების ერთადერთი ფორმატი, სადაც სამხრეთ ოსეთს შეუძლია თავისი აზრი მსოფლიო საზოგადოებას მიაწოდოს. მრავალი წლის განმავლობაში ჩვენი რესპუბლიკის, რუსი და აფხაზი პარტნიორების პოზიცია ეფუძნება იმ ფაქტს, რომ შემუშავდეს იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტი "სამხრეთ ოსეთისა" და აფხაზეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ. სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ ვერ მოვახერხეთ წინ წაწევა. თუმცა, მუშაობა ამ მიმართულებით უდავოდ გაგრძელდება", - აღნიშნა ჯიოევმა.

დღის გადაცემები